Wednesday, November 5, 2014

რეფლექსია

დღე 1.რეფლექსია
ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.ჩემთვის მნიშვნელოვანია ვფლობდე თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს.შევძლო პროექტების მეშვეობით სწავლის პროცესის წარმართვა,რაც ჩემი აზრით საინტერესოა,როგორც მოსწავლის ისე მასწავლებლისათვის,რათა ორივე მხარე აქტიურად იყოს ჩაბმული სასწავლო პროცესში,რომელიც არცთუ ისე ახალისებთ მოსწავლეებს.

დღე 2.რეფლექსია.
ეს მოდული დამეხმარება პროექტის დაგეგმვის პროცესში.დაგეგმვისას მნიშვნელოვანია სტანდარტების გათვალისწინება,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და შეფასების სხვადასხვა მეთოდები.შედეგად მომეცემა შესაძლებლობა განვსაზღვრო მოსწავლეთა საჭიროებები და შესაბამისად დავგეგმო პროექტი.

დღე 3.რეფლექსია.
მოდულს ფარგლებში ჩემთვის  კიდევ უფრო ნათელი გახდა თუ როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს ინტერნეტის გამოყენებას 21-საუკუნის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში.ინტერნეტი იზიდავს ახალგაზრდებს ამიტომ თემაში აუცილებლად ჩავრთავ ამ რესურსს.გავითვალისწინებ საავტორო უფლებებს და გავაცნობ მოსწავლეებსაც.ინტერნეტის მეშვეობით გვექნება მუდმივი კონტაქტი.

დღე 4.რეფლექსია
მოსწავლისთვის მნიშვნელოვანია მასწავლებლის  შეფასება, რომელსაც იგი ყოველდღიურად უნდა იღებდეს,რათა განვითარდეს და შეძლოს იყოს აქტიური.
მოსწავლის როლში ყოფნა საშუალებას მომცემს განვსაზღვრო რამდენად შეეფერება პროექტის მოთხოვნები მათ საჭიროებებს.

დღე 5.რეფლექსია
მიმდინარე მოდული დამეხმარა,გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით.მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის გადახედვის შემდეგ გავაკეთებ აღნიშვნებს,სადაც საჭიროა გაუმჯობესება.განმავითარებელი შეფასების პროცესი მოითხოვს ყურადღებით დაგაგმვასა და სისტემატურ მუშაობას.

დღე 6.რეფლექსია
აღნიშნული მოდული დამეხმარა დავფიქრდე და გავაანალიზო ყველა მოსწავლი საჭიროება.სისტემატიურად ვიმუშავო მათი  თვითრეგულირების უნარის განსავითარებლად,მოვამზადო მასალები მათი წარმატების ხელშეწყობისათვის.

დღე 7.რეფლექსია
 მე როგორც ფასილიტატორს ეს მოდული დამეხმარა,  მოსწავლეზე ორიენტირებულ გაკვეთილზე, როგორ გავუკეთო ორგანიზება რესურსებს,რომ სწორი მიმართულება მივცე მოსწავლეებს და ვასწავლო თუ როგორ ისწავლონ. წარვმართო გაკვეთილები სკაფოლდინგის პრინციპით.

დღე 8.რეფლექსია
მოდულს ფარგლებში წარვადგინეთ პროექტები.
შევქმენით ბლოგები.



დღე 9.რეფლექსია
ვისაუბრეთ ინტელის კურსის მნიშვნელობასა და მომავალ გეგმებზე.მივულოცეთ ერთმანეთს კურსის წარმატებით დასრულება.

კურსის ფარგლებში გამოყენებული იდეები და მასალები ვფიქრობ აუცილებლად უნდა გამოვიყენო კლასში,სწავლის პროცესის ხელშეწყობის მიზნით.



No comments:

Post a Comment