Wednesday, November 5, 2014

პროექტის გეგმა/იოდდეფიციტი


სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ნათია კვიჟინაძე
რაიონი
ლენტეხი
სკოლა
სსიპ ლენტეხის პირველი საჯარო სკოლა
ქალაქი

თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
იოდდეფიციტი.
თემის შინაარსი
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან ელემენტ იოდს.მის გავრცელებას ბუნებაში.ასევე მნიშვნელობას ადამიანის ორგანიზმისათვის.შეაგროვებენ ინფორმაციას იოდის ნაკლებობით გამოწვეულ დაავადებებზე.დაახარისხებენ მოპოვებულ ინფორმაციას და გამოიტანენ დასკვნებს.გააკეთებენ პრეზენტაციას და გაზეთს თემასთან დაკავშირებით. შექმნიან ბროშურას.დაამზადებენ საინფორმაციო ბუკლეტებს, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობას გააცნობენ იოდის დეფიციტით გამოწვეულ დაავადებებს, დაავადებათა პროფილაქტიკას,იოდის ტოქსიკურობას და  დღიურ ნორმას.
საგანი
ბიოლოგია
დონე/კლასი  
მერვე კლასი,საბაზო საფეხური.
განხორციელების დროის ჩარჩო
შვიდი დღე.
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
ბიოლ.VIII.5.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ადამიანის ორგანიზმის  ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებები.
  ბიოლ.VIII.6.მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს ადამიანის ორგანიზმის მარეგულირებელი სისტემების მნიშვნელობა.
კვლ.VIII.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს  კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
კვლ.VIII.2.  მოსწავლეს შეუძლია კვლევევის პროცედურის განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა.
კვლ.VIII.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.
კვლ.VIII.4.  მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა ანალიზი და შეფასება.   
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
შედეგი თვალსაჩნოა,თუ მოსწავლე აყალიბებს კვლევის მიზანს,გამოთქვამს მოსაზრებას/ ვარაუდს,იყენებს შესაბამის მასალას,არჩევს მონაცემების მოპოვების გზებს,განსაზღვრევს აქტივობების თანმიმდევრობას,იყენებს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო საშუალებებს მონაცემების სათანადო სიზუსტით რეგისტრირებისთვის,იყენებს დიაგრამებს,ცხრილებს გრაფიკებს მონაცემთა წარსადგენად.გამოაქვს დასკვნები.
მოსაწავლეს შეუძლია დაასაბუთოს ადამიანის ორგანიზმის მარეგულირებელ სისტემების მნიშვნელობა.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
Ÿრატომ გაძალებენ მშობლები რძისა და ზღვის პროდუქტების (მაგ:თევზის)მირთმევას?
Ÿგაქვთ თუ არა სახლში იოდი და რისთვის იყენებთ მას?
Ÿგინახავთ ადამიანები ყელზე ქათმის ჩიჩახვის მსგავსი გამონაზარდით?

თემატური კითხვები
Ÿშეიძლება იოდი გამოიყენო საკვებად?
Ÿრა იცით იოდიანი მარილის შესახებ?
Ÿრა არის იოდდეფიციტი?

შინაარსობრივი კითხვები
Ÿრა არის და როგორია დაავადება ჩიყვი?
Ÿრომელი პროდუქტები შეიცავს იოდს?
Ÿჩიყვის გარდა რომელ დაავადებებს იწვევს იოდის ნაკლებობა?



შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










Ÿდამეხმარება
მოსწავლეთა წინარე ცოდნის დადგენაში.
Ÿმოსწავლეთა მცდარი შეხედულებების დადგენაში.
Ÿ21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების წინასწარ შეფასებაში.

Ÿ დავსვამ
შკითხვებს.
Ÿგამოვიყენებ- დაფიქრდი,
დაწყვილდი, გაუზიარე.
Ÿვ-მ-ვ სქემა.
Ÿდღიურები.
Ÿმოსწავლეს ეხმარება
სწავლის პროცესის
გაანალიზებაში,
პროცესის თვითმონიტორინგში,
თანამშრომლობით სწავლაში.
Ÿდამეხმარება    პროგრესის მონიტორინგში.
Ÿჩეკლისტები:
პრეზენტაციის,
ბროშურის.
Ÿმოსწავლეები აკეთებენ ჩანაწერებს კვლევის დროს.
Ÿმოსწავლეები პასუხობენ მასწავლებლის
შინაარსობრივ და თემატურ შეკითხვებს,
აკეთებენ მოხსენებებს.
Ÿპრეზენტაცია
Ÿპარალელურად დავუბრუნდები მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებს,რათა გავაანალიზო მოსწავლეების გაგების დონე.
Ÿჩავინიშნავ მოსწავლეთა პასუხებს.დავეხმარები მოსწავლეებს კავშირების დანახვაში.
Ÿდამეხმარება
მასალის გაგებისა და ამა თუ იმ უნარ-ჩვევის ათვისების ხარისხის შემოწმებაში სტანდარტთან შესაბამისობით.
Ÿთვითშეფასება.
Ÿრეფლექსია
Ÿსაიფორმაციო ბუკლეტი.
Ÿვიცი,მინდა ვიცოდე, ვისწავლე.
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
პროექტის ფარგლებში  რამდენჯერმე მივმართავ მოსწავლეების საჭიროებების შეფასებას საბაზისო ცოდნის განსაზღვრის მიზნით,რისთვისაც მოსწავლეებს დავუსვამ შეკითხვებს,ჩავინიშნავ პასუხებს. მოსწავლეები დაფიქრდებიან,დაწყვილდებიან და ერთმანეთს გაუზიარებენ ცოდნას. იმუშავებენ დღიურებში და რეგულარულად განაახლებენ ,,ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე“ სქემას. პროექტის დაწყებამდე მოსწავლეები შეიმუშავებენ პროექტის გეგმას, რომელიც სწავლის პროცესში დაეხმარებათ.  მოსწავლეთა მიერ დამზადებული ბროშურები და გაზეთი დამეხმარება განვსაზღვრო რამდენად აქვთ გაცნობიერებული პროექტის იდეა.პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეები აგრეთვე გამოიყენებენ პროექტის რუბრიკას.საინფორმაციო ბიულეტენზე ჯგუფური მუშაობისას, მოსწავლეები გამოიყენებენ კრიტერიუმების ჩამონათვალს.პროექტის ჯგუფური სპეციფიკიდან გამომდინარე, მოსწავლეები მიმართავენ თანამშრომლობით შეფასებას, საკუთარი სამუშაოს ერთობლივად  შეფასებისთვის. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსწავლეები განიხილავენ მიღებულ ცოდნას და შემდგომ ნაბიჯებს. მათი საბოლოო პროდუქტი პროექტის რუბრიკის გამოყენებით შეფასდება.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
Ÿსაძიებო სისტემაში ინფორმაციის მოძიების უნარი,კოპირება,ჩასმა და ფაილის დამახსოვრება;
Ÿპროგრამა ვორდის გამოყენების უნარ-ჩვევები;
Ÿსაინფორმაციო წყაროების ზუსტად მითითების უნარი.
სასწავლო პროცედურები
პროექტის დაწყებამდე განვსაზღვრავ,მზად არიან თუ არა მოსწავლეები პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესასრულებლად,გააჩნიათ თუ არა მათ საბაზისო უნარ-ჩვევები.აქვთ თუ არა საკმარისი წინარე ცოდნა და ხომ არ აქვთ მცდარი შეხედულებები საკითხთან დაკავშირებით.ამის დასადგენად გამოვიყენებ კითხვებს.აღნიშნული კითხვები ასევე დამეხმარება  21-ე საუკუნის უნარ ჩვევების წინასწარ შეფასებაში.შევთავაზებ მოსწავლეებს,დაფიქრდნენ,
დაწყვილდნენ და გაუზიარონ ერთმანეთს ცოდნა საკითხთან დაკავშირებით.დაწყვილებისთვის გამოვიყენებ მეთოდს ,,გათვლა.“ამის შემდეგ კი შეავსონ სქემა ვ-მ-ვ და დღიურებში გააკეთონ ჩანაწერები.
პირველი დღე-მოსწავლეებს წარვუდგენ პროექტს.პროექტისადმი მათი ხალისიანი განწყობისა და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულების შესაქმნელად ვიყენებ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს.
 მოსწავლეებს ვურიგებ ბუკლეტებს,რომელშიც აღწერილია, თუ რა მნიშვნელობა აქვს პროექტებით სწავლებას,რა როლი აკისრია მოსწავლეს,მასწავლებელს და მშობელს პროექტებით სწავლებაში და რა თემაა შერჩეული.
  მეორე დღე-პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა კარგად გაიაზრონ პროექტის შინაარსი, იცოდნენ, თუ რა სახის სამუშაოს შესრულება მოუწევთ. იმისათვის, რომ განისაზღვროს, რამდენად გაიგეს მოსწავლეებმა პროექტის იდეა და შინაარსი, ვავალებ მათ ბროშურის შექმნას. ბროშურაზე იმუშავებს  ჯგუფი. მოსწავლეთა ჯგუფების შესაქმნელად გამოვიყენებ  მეთოდს „მათემათიკური მოქმედებები“. 
ბროშურა უნდა პასუხობდეს:
თემატურ შეკითხვას:Ÿრა არის იოდდეფიციტი?
შინაარსობრივს:Ÿრომელი პროდუქტები შეიცავს იოდს?
ბროშურის პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეები ისაუბრებენ პროექტის ამოცანებზე,რომელთა განხორციელებაც შემდეგ ეტაპზე მოუწევთ მოუწევთ.
მესამე დღე-მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანია დამატებითი ინფორმაციის მოძიება საკითხის ირგვლივ,რათა მუშაობის პროცესი გახდეს ხალისიანი და სასარგებლო,ცოდნის მომატების კუთხით.ამ მიზნის მისაღწევად მოსწავლეებს შევთავაზებ წაიკითხონ საინტერესო სტატია:,,ფარული შიმშილი“, მოიძიონ და მოუსმინონ ხალხურ სიმღერას;,,აღზევანს მივალ მარილზე.“ასევე მოიძიონ ქარული გამონათქვამის,,გავიდა მარილზე“ განმარტება.
    ინფორმაციის მოძიების შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვ გააკეთონ ჩანაწერები,უპასუხონ შინაარსობრივ და თემატურ შეკითხვებს,გააკეთონ მოხსენებები.აღნიშნული აქტივობები მოსწავლეს ეხმარება სწავლის პროცესის გაანალიზებაში,პროცესის თვითმონიტორინგში,თანამშრომლობით სწავლაში.მე-კი დამეხმარება    პროგრესის მონიტორინგში.
   მეოთხე დღე-მეხუთე დღე-მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად.მათ დასაჯგუფებლად გამოვიყენებ მეთოდს:,, კამათელი“ჯგუფები გააკეთებენ პრეზენტაციას და გაზეთს თემასთან დაკავშირებით.მათ ამაში წინა სამუშაო დღეს შესრულებული აქტივობები დაეხმარებათ.სამუშაოს დაწყებამდე დავუბრუნდები საკვანძო კითხვებს,რათა გავაანალიზო მოსწავლეების გაგების დონე.
   პროექტის პრეზენტაცია და გაზეთის შინაარსი უნდა პასუხობდეს ძირითად საკვანძო კითხვებს.ინფორმაცია რომელსაც უნდა მოიცავდეს გაზეთი და პრეზენტაცია,ყველა მოსწავლისთვის გასაგებად უნდა იყოს წარმოდგენილი.
   პრეზენტაციისა და გაზეთის წარმოდგენის შემდეგ განვიხილავთ თითოეულ მათგანს და მივცემ საჭირო მითითებებს.მოსწავლეები გამოიყენებენ ჩეკლისტებს,თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასებისათვის.
   მეექვსე დღე-სწავლის შედეგების სინთეზის მიზნით მოსწავლეებს კვლავ დავოფ ჯგუფებად.გამოვიყენებ მეთოდს ,,მომანიჭე რიცხვი“ჯგუფები შეავსებენ სქემას ვ-მ-ვ.სქემა დამეხმარება მასალის გაგებისა და ამა თუ იმ უნარ-ჩვევის ათვისების ხარისხის შემოწმებაში სტანდარტთან შესაბამისობით.
   მოსწავლეები ცოდნის შეჯამების მიზნით შექმნიან ბუკლეტებს რომლის მეშვეობითაც მოსახლეობას გააცნობენ ამომწურავ ინფორმაციას იოდდეფიციტის შესახებ.
   მეშვიდე დღე-პროექტის შეჯამება-შეფასება. მოსწავლეები წარადგენენ ფოტოებს,მუშაობის პროცესში გადაღებულს; იხსენებენ პროექტზე მუშაობის სხვადასხვა ეპიზოდებს;  საუბრობენ  მიღებული გამოცდილების შესახებ, აღნიშნავენ, რა მისცა მათ ამ პროექტმა, რა ცოდნა თუ უნარ-ჩვევა შეიძინეს და როგორ გამოიყენებენ შეძენილ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს მომავალში.მასწავლებელი შეფასების რუბრიკებისა და დაკვირვების ჩეკლისტების საფუძველზე აკეთებს მონაცემთა ანალიზს.  










დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
Ÿდავუშვებ,რომ წერილობითი დავალებები ზეპირად შეასრულონ, ან მივცემ მოსწავლეებს საშუალებას კარნახის გზით უპასუხონ შეკითხვებს.
Ÿშევიმუშავებ ყოველდღიურად შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალზე, მოსწავლეების მცდელობების ფოკუსირების ხელშესაწყობად.
Ÿგანვსაზღვრავ, მოსწავლეების ძლიერ მხარეებს და  ჯგუფური დავალების შესრულებისას მიზნობრივად მოვახდენ მათ რეალიზებას.
Ÿუზრუნველვყოფ მოსწავლეების შესაბამისად გადანაწილებას ჯგუფური მუშაობისას. 
Ÿშევამცირებ დავალებების რაოდენობას, ან გავზრდი შესრულების დრო.

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

Ÿვიმუშავებთ ქართული ენის მასწავლებელთან, მოსწავლის მშობლიურ და ქართულ ენებზე ტერმინების ლექსიკონის შესადგენად, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლის ლექსიკური მარაგის გამდიდრებას.
Ÿსაკლასო მუშაობისას დავაწყვილებ სხვა მოსწავლესთან, ენობრივი დატვირთვის საჭიროებების გათვალისწინებით.
Ÿმივიღებ მოსწავლის მშობლიურ ენაზე შესრულებულ დავალებებს შემდგომი თარგმნისთვის.
Ÿვისარგებლებ სკოლის სხვა მოსწავლეების დახმარებით, რომლებიც იმავე ენაზე საუბრობენ, თუმცა მათი ქართული ენის ცოდნის მაჩვენებელი შედარებით მაღალია.
Ÿ შევამცირებ დავალებების რაოდენობას, ან მეტ დროს დაუთმობ მათ შესრულებას.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
Ÿთუ მოსწავლეს განსაკუთრებული ტექნიკური უნარ-ჩვევები გააჩნია, მივცეთ შესაძლებლობა შექმნას კლასის ვებგვერდი.
Ÿწავახალოთ მოსწავლეები,მოიძიონ უფრო მეტი ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვიდრე გათვალისწინებულია პროექტის ფარგლებში.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
შეგიძლიათ იხილოთ  ბიბლიოგრაფიის ჩანართში
ინვენტარი/მასალები

ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები




No comments:

Post a Comment